რეფლექსიები




,,
პროექტებით სწავლება რეფლექსია
      რენინგის დასაწყისში  ტრენერი და აუდიტორია გავეცანით ერთმანეთს.
       ტრენერმა პრეზენტაცია მოაწყო, რომელ მოდულებს შევისწავლიდით,  გაგვაცნო მიზნები და ამოცანები, რაც იყო ჩვენი შეკრების მიზანი.
       გავხსენით ელექტრონული პორტფოლიო, მასში განვათავსეთ ყველა ის ჟურნალი,რომელიც დაგვეხმარებოდა პროექტზე მუშაობისას.
        გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, შეფასების რუბრიკას,  პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს;
        განვიხილეთ პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დაგეგმვის მიდგომები. დავიწყეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტის დაგეგმვა, გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის აუცილებელ საჭიროებებს.
         პროექტისთვის განვსაზღვრეთ სტანდარტები, შევიმუშავეთ მიზნები, გავეცანით, განვიხილეთ და გავიანალიზეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვები.          
შევქმენით ბროშურა.

     გავეცანით პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს,შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
     ვისწავლეთ,როგორ მოვახერხოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია,შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,განვიხილეთ საავტორო უფლებები.
ვისაუბრეთ web2 ტექნოლოგიებზე.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,გავეცანით ბლოგის სტრუქტურას
შევისწავლეთ  გვერდების დამატება  ბლოგზე.
ვიმუშავეთ ბლოგის ფერის,ფორმის, ფონის შეცვლაზე.
შევისწავლეთ ვიდეოების ჩაშენება youtube-დან.
შევქმენით ბმულები.
        განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და შევქმენით, გავეცანით შეფასების რუბრიკებს.ვისწავლეთ სქემის სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.
    ბოლო დღეს ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე .
ტრენინგმა განმივითარა უნარები უკეთ დავგეგმო  სასწავლო პროექტები.


Комментариев нет:

Отправить комментарий